მოსკოვში ხანძრის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. რუსული პრესის ცნობით, ძლიერი ხანძარი მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა.
სააგენტო „ინტერფაქსი “ წერს, რომ დაღუპულთა უმრავლესობა დსთ-ს ქვეყნიდან ჩასული პირია.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. წინასწარი ვერსიით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.