პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანია ეგოიზმში დაადანაშაულა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანია ეგოიზმში დაადანაშაულა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ ბერლინი ეგოიზმში დაადანაშაულა. როგორც მან გერმანულ სააგენტო dpa-ვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, გერმანიის ხელისუფლება „მეტისმეტად ეგოისტურ“ საგარეო პოლიტიკას ატარებს. 

პოლონელმა დიპლომატმა ამის მაგალითად მოიყვანა გაზსადენის პროექტი, რომლის გავლითაც რუსეთი გერმანიას გაზს მიაწვდის. 
„ეს პროექტი პოლიტიკურად მოტივირებულია და ევროპული სოლიდარობისთვის ზიანის მომტანია“, -განაცხადა ვაშიკოვსკიმ და გერმანიას მოუწოდა, პოლონეთის ხარჯზე რუსეთთან ეკონომიკური კავშირები არ განავითაროს. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გააკრიტიკა გერმანია იმის გამო, რომ, ბერლინს აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს ჯარების გაძლიერების გეგმისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს.