დიდუბის რაიონის გამგეობამ ქუთაისის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის დაზიანებული საფარის დემონტაჟი და ეწყობა ბეტონის ბორდიურები.
პროექტის ფარგლებში, ქუთაისის ქუჩაზე 3500 კვ.მ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი. ასევე მოეწყობა ბეტონის ბორდიურები და საფეხმავლო ტროტუარები.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ქუთაისის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ დაასრულა მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია.
მოეწყო წყალსადენის 880 მეტრიანი ქსელი, ასევე 200 მეტრიანი საკანალიზაციო ქსელი.
აღნიშნული სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქუთაისის ქუჩის მცხოვრებთა საყოფაცხოვრებო პირობებს.