ჰილარი კლინტონი - პუტინი რადიკალური ნაციონალიზმის გლობალური ბრენდის ნათლიმამაა

ჰილარი კლინტონი - პუტინი რადიკალური ნაციონალიზმის გლობალური ბრენდის ნათლიმამაა

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა მთავარი მეტოქე დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა. 

როგორც The Washingtop Post-ი წერს, ნევადაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე კლინტონმა პუტინს „რადიკალური ნაციონალიზმის გლობალური ბრენდის ნათლიმამა“ უწოდა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი პრორუსული პოლიტიკის მხარდამჭერია.

„დონალტ ტრამპი ამბობს, რომ უნდა მივატოვოთ ჩვენი მოკავშირეები ნატო-დან, მხარს უჭერს რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიას და კრემლს აღმოსავლეთ ევროპაში თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევს“, - განაცხადა კლინტონმა. 

მისი თქმით, პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს რუსეთის მიმართ ისეთი მიდგომა აქვს, როგორიც არ ჰქონია არც ერთ ამერიკელ პრეზიდენტს.