“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს N6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილიამომრჩეველთან აქტიურ შეხვედრებს აგრძელებს. ლევან გოგიჩაიშვილმა დოლიძის, გამსახურდიას, პეკინის და ნასიძის ქუჩაზე მცხოვრებმოსახლეობას შეხვდა.„იცოდეთ, მე ვარ ის ადამიანი რომელიც ეცდება ყველა პრობლემა გაითავისოს და შესაძლებლობების ფარგლებში მოაგვაროს.“ ლევან გოგიჩაიშვილმა ამომრჩეველთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა „ჩვენი ამოცანაა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკურიგანვითარება, მეტი ადამიანის დასაქმება და მოქალაქეების ინტერესებზე მორგებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები.ჩვენ უკვე შევქმენით სწორი განვითარებისთვის საჭირო თავისუფალი გარემო, რაც მეტი კეთილდღეობის მომტანია”- განაცხადა ლევანგოგიჩაიშვილმა.