თურქეთის ქალაქ ჯიზრეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

თურქეთის ქალაქ ჯიზრეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

თურქეთის ქალაქ ჯიზრეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი პრესა ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. 

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, რეჯეპ აქდაგის ინფორმაციით, ყველა დაღუპული სამართალდამცველია. დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა 78-მდე, აქედან 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. 

დღეს დილით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჯიზრეში, პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების უკან თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დგას.