თურქეთის ქალაქ ჯიზრეში მომხდარი აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 64 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. დაღუპულთა შორის არიან პოლიციის თანამშრომლები.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჯიზრეში ძლიერი აფეთქება პოლიციის განყოფილებასთან მოხდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა.
ადგილობრივი პრესის ცნობით, შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ჯიზრეში მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური ქურთია.