ბელგიის ქალაქ შიმეში, სპორტული ცენტრის შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით იტყობინება, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სპორტული ცენტრის ნაწილი ჩამოინგრა.
ქალაქ შიმეში, რომელიც ბრიუსელიდან 90 კილომეტრში მდებარეობს, 10 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.