იტალიაში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იტალიაში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იტალიაში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ოთხშაბათს მომხდარი დამანგრეველი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს მიაღწია. დაშავებულია 365 მოქალაქე.
6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა ცენტრალურ იტალიაში ოთხშაბათ დილით მოხდა. დაინგრა ეპიცენტრთან მდებარე პატარა ქალაქები და სოფლები. 
ნანგრევებიდან ხალხის გადასარჩენად 5 000 მაშველი მუშაობს. იტალიის პრემიერ მინისტრნა მატეო რენზიმ, დანგრეული ქალაქების ასაშენებლად 50 მილიონი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა.