ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევის დროს დაიჭრა ასევე ოთხი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ინციდენტი ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.