უჩა მამაცაშვილი "საპარტნიორო ფონდში" რაღაც პერიოდი მუშაობდა, თუმცა ახლა არ მუშაობს, - ამის შესახებ ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დასკვნის კომენტირებისას განუცხადა, სადაც ნათქვამია, რომ იკვეთება „საპარტნიორო ფონდის“ თანაინვესტორი კომპანიების კავშირები ოთარ ფარცხალაძესთან, უჩა მამაცაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან.
როგორც საგანელიძემ აღნიშნა, „საპარტნიორო ფონდში“ მისი მისვლის პერიოდში უჩა მამაცაშვილი ფონდში მუშაობდა, თუმცა შემდეგ ძალიან მალე საკუთარი განცხადების საფუძველზე ფონდი დატოვა.
"წასვლის კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა. მან ჩათვალა, რომ ის სხვა სამსახურში, სხვა მიმართულებით აპირებს საქმიანობის გაგრძელებას",- განაცხადა საგანელიძემ.