იან კელი:   სამარცხვინოა თანამედროვე სამყაროში ე.წ. საზღვრების გაკეთება

იან კელი: სამარცხვინოა თანამედროვე სამყაროში ე.წ. საზღვრების გაკეთება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის შეფასებით, თანამედროვე სამყაროში ე.წ. საზღვრების მოწყობა სამარცხვინოა. ასე გამოეხმაურა ინა კელი ოკუპირებული ცხინვალის მიერ დღეს ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვას. 

”სამარცხვინოა თანამედროვე სამყაროში ე.წ. საზღვრების გაკეთება. ჩვენ არ ვცნობთ ამ ე.წ. საზღვრებს”, - აღნიშნა ელჩმა. 

ოკუპირებულმა ცხინვალმა დღეს ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტა. როგორც ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იტყობინება, ე.წ. საზღვრის გადაკვეთა 20:00-დან აიკრძალა.

მიზეზად სახელდება უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, რომელიც „რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დღის აღიარებასთან“ დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდება.

ადმინისტრაციული საზღვარი 27 აგვისტოს 07:00 საათიდან გაიხსნება.