იან კელი:   შეშფოთებულები ვართ რუსეთის სამხედრო წვრთნებით

იან კელი: შეშფოთებულები ვართ რუსეთის სამხედრო წვრთნებით

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში დაწყებული რუსეთის წვრთნებით შეშფოთებულები არიან. 

როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსული შეირაღებული ძალები საერთოდ არ უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ამას გულისხმობდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. 

”ჩვენ შეშფოთებული ვართ ამ სამხედრო წვრთნებით. როდესაც ამ მასშტაბის სამხედრო წვრთნები ტარდება, აუცილებელია ის იყოს გამჭვირვალე და იყოს ორმხრივი შეთანხმება ამასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა ელჩმა. 

რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციულმა ერთეულმა, სამხრეთის სამხედრო ოლქმა მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო. სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის 11 000-ზე მეტი სამხედრო 18 პოლიგონზე დაწყებულ სწავლებებში მონაწილეობს. სამხედრო მანევრები მიმდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, ასევე სომხეთში და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ ბაზებზე.