თბილისის მერიასთან კარვის გაშლის მცდელობას კამათი მოჰყვა

თბილისის მერიასთან კარვის გაშლის მცდელობას კამათი მოჰყვა

თბილისის მერიასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი აქციის მონაწილეების მიერ მერიის ცენტრალურ შესასვლელთან კარვის განთავსების მცდელობას მოჰყვა, რისი საშუალებაც მათ როგორც პოლიციის, ისე მერიის დაცვის სამსახურმა არ მისცა. 
აქციის ერთ-ერთი ლიდერის, ნატა ფერაძის განცხადებით, ისინი თბილისის მერიასთან კარავს მაინც გაშლიან და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებით თბილისის მერიას მიმართეს. 
ასევე ცნობილი გახდა, რომ აქციის მონაწილეები ხვალ, საკრებულოში თბილისის მერის გამოსვლას არ დაესწრებიან. ”თბილისის მერი გვესაუბრება კონსტრუქციულად. რეალურად მათ არ უნდათ ჩვენი მოსმენა და ამაზე მეტყველებს ის განცხადებები, რომელიც თუნდაც დღეს ნარმანიამ გააკეთა. მე ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც ხვალ ჩვენ თბილისის ე.წ. მერს უნდა მოვუსმინოთ”, - განაცხადა ნატა ფერაძემ.