ვიქტორ ორბანი - თურქეთისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება შეუძლებელია

ვიქტორ ორბანი - თურქეთისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება შეუძლებელია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ თურქეთისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება შეუძლებელია და ევროკავშირის ქვეყნები ამ დაპირებას ვერ შეასრულებენ. 

როგორც euroline.ge წერს, ორბანმა ბრაზილიურ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება “ძალიან დიდი პრობლემა და სენსიტიური” საკითხია. მისივე თქმით, არ აშინებს თურქეთის მუქარა და შანტაჟი. 

„უვიზო მიმოსვლის მინიჭებისთვის პრობლემას ქმნის არასტაბილურობა თურქეთში. თუ თურქეთი ვერ შეძლებს სტაბილურობის შენარჩუნებას და მას უვიზო მიმოსვლა ამის გარეშე ექნება, ეს დიდი პრობლემა გახდება ევროკავშირისთვის“, - განმარტა ორბანმა.