თურქეთში, მთავარი ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერის ესკორტი დაცხრილეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ეფკან ალას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის ცნობით, შემთხვევის შედეგად ჟანდარმერიის სამი თანამშრომელი დაიჭრა, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. თავად ოპოზიციონერი კემალ კილიჩდაროღლუ არ დაშავებულა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომხდარის უკან თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დგას.