ნორვეგია რუსეთის საზღვარზე ფოლადის ღობეს ააშენებს

ნორვეგია რუსეთის საზღვარზე ფოლადის ღობეს ააშენებს

ნორვეგიის მთავრობამ გადაწყვიტა რუსეთთან შორეულ არქტიკულ საზღვარზე ფოლადის ღობე ააშენოს. 
როგორც euroline.ge წერს, სწორედ ამ საზღვრის გამოყენებით შარშან რუსეთიდან 5 500 სირიელი ლტოლვილი შევიდა ნორვეგიაში.
ღობე 200 მეტრის სიგრძის და 3.5 მეტრის სიმაღლის იქნება. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია აკრიტიკებს.
ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი ორგანიზაციების ცნობით, წელს ეს საზღვარი არც ერთ ლტოლვილს არ გადაუკვეთავს და შესაბამისად, გაუგებარია ოსლოს ეს გადაწყვეტილება.