რუსთავის მე-18 მიკრორაიონში წყალარინების ახალი სისტემის მოსაწყობად  სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავის მე-18 მიკრორაიონში წყალარინების ახალი სისტემის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს

კომპანია „რუსთავის წყალი“, ქ. რუსთავის მერიასთან ერთად,   მე-18 მიკრორაიონში   წყალარინების 500 მეტრამდე სიგრძის ახალ სისტემას აწყობს.

აღნიშნულ მიკრორაიონში თანამედროვე წყალარინების სისტემა პრაქტიკულად არ არსებობდა. „რუსთავის წყალმა“ და რუსთავის მერიამ ერთობლივი პროექტი შეიმუშავეს, რაც თანამედროვე წყალარინების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და სანიტარული ნორმების დაცვას უზრუნველყოფს.

ამ დროისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - უკვე მოწყობილია 250 მ. სიგრძის ტრანშეა, 150 მ სიგრძის 300 მმ-იანი წყალარინების ქსელი და 5 საკანალიზაციო ჭა.

წყალარინების ახალი ქსელი თბილისი-გარდაბნის გამწმენდი ნაგებობისკენ მიმავალ კოლექტორზე დაერთდება.

მიმდინარე სამუშაოები დღეს,  რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, მერის პირველმა მოადგილემ ნოდარ შეროზიამ, საკრებულოს დეპუტატებმა, „რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა კახა წამალაიძემ და ოპერაციების მართვის დირექტორმა მამუკა კიკალიშვილმა  მოინახულეს.

აღნიშნულ პროექტში „რუსთავის წყალი“  100 000 (ასი ათაასი) ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სამუშაოები სექტემბრის დასაწყისში დასრულდება და წყალარინების ახალი ქსელი ექსპლუატაციაში შევა.