ტერაქტის საქმეზე ბრალდებული ბექა ბექაური ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

ტერაქტის საქმეზე ბრალდებული ბექა ბექაური ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ერთ-ერთი ბრალდებული ბექა ბექაური, ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბექაურის ადვოკატმა ხათუნა ჩხაიძემ განუცხადა. 
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული ნომერ მე-19 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.
მისივე თქმით, ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებული ბექა ბექაური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
რაც შეეხება მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახეს - პატიმრობას, ადვოკატის ინფორმაციით, მან თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.