იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა

იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა. „ბიბისი“-ს ცნობით, დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. კერძოდ, რუმინეთმა უკვე დაადასტურა, რომ სტიქიას ქვეყნის ორი მოქალაქე ესხმვერპლა. 

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ნანგრევების ქვეშ ათობით ადამიანია დარჩენილი. უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა შორის უამრავი ბავშვია.

ამჟამად სტიქიით დაზარალებულ ქალაქებში 5 000-მდე მაშველი და მოხალისე მუშაობს. სამაშველო ოპერაციაში ასევე მონაწილეობენ სამხედროები, პოლიციის თანამშრომლები და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წევრები. 

6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიაში ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 03:36 საათზე მოხდა. ყველაზე მეტად ქალაქი ამატრიჩე დაზარალდა, სადაც შენობების ¾ ნანგრევებად იქცა.