ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) რიოში მიმდინარე ძიუდოისტთა შეჯიბრების მე-1/8 ფინალში გავიდა.
ქართველმა ფალავანმა ორი ვაზარით დაამარცხა კუბელი მაგდილ ესტრადა.
mysports.ge-ს ინფორმაციით, ლაშამ, მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა, სწრაფი ტემპი შესთავაზა, თავს საკუთარი ჭიდაობა მოახვია და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. შავდათუაშვილის მორიგი მეტოქე შრილანკელი ჩამარა რეპიალაჯია. მე-1/4 ფინალში სავარაუდო მეტოქე კი იაპონელი შოჰეი ონო იქნება.