"ისლამურმა სახელმწიფომ" აშშ-ის იარაღის ნაწილი ხელში ჩაიგდო

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების განცხადებით, მათ ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, აშშ-ის იარაღის ნაწილი ხელში ჩაიგდეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფოტოებში, რომლებიც ტერორისტებმა გამოაქვეყნეს, ჩანს ამერიკული პორტატული სარაკეტო დანადგარი, რადიო, ყუმბარები და სხვა აღჭურვილობა. ასევე, ნაჩვენებია ამერიკის სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი წევრის საიდენტიფიკაციო ბარათი.

ამერიკის სარდლობა ქაბულში აცხადებს, რომ ოფიცერი, რომლის საიდენტიფიკაციო ბარათი იყო ნაჩვენები, ტერორისტების ტყვეობაში არ არის და ის აშშ-ის სამხედრო ნაწილში იმყოფება.