ტრანსატლანტიკურმა საზოგადოებამ პრეზიდენტ პუტინს მესიჯი გაუგზავნა, რომ მას ეპატიებოდა საქართველოში შეჭრა

ტრანსატლანტიკურმა საზოგადოებამ პრეზიდენტ პუტინს მესიჯი გაუგზავნა, რომ მას ეპატიებოდა საქართველოში შეჭრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე მეთიუ ბრაიზა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე საუბრობს.

როგორც ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბრისას ბრაიზამ აღნიშნა, შეერთებული შტატების და მისი ევროპელი მოკავშირეების მხრიდან სათანადო პასუხის ნაკლებობამ პირდაპირ გამოიწვია პუტინის მილიტარისტული შეჭრა უკრაინაში.

”გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ომის შედეგები უარყოფითია, ტრანსატლანტიკურმა საზოგადოებამ პრეზიდენტ პუტინს მესიჯი გაუგზავნა, რომ მას ეპატიებოდა საქართველოში შეჭრა და რომ რუსეთს პასუხისგება არ მოუწევდა. სწორედ შეერთებული შტატების და მისი ევროპელი მოკავშირეების მხრიდან სათანადო პასუხის ნაკლებობამ პირდაპირ გამოიწვია პუტინის მილიტარისტული შეჭრა უკრაინაში. ასეთია რუსეთ-საქართველოს ომის შედეგი”, - განაცხადა ბრაიზამ.

მისივე თქმით, რუსეთის გაძლიერება აგვისტოს ომში საქართველოს სამხედრო პასუხმაც გამოიწვია.

” დასავლეთი სათანადოდ მტკიცე არ იყო, რამაც რუსეთის ქმედებები წაახალისა. მაგრამ მტკიცე იყო საქართველოს სამხედრო პასუხი რუსეთის აგრესიაზე. რუსეთის ჯარმა სერიოზული ზარალი განიცადა, რამაც შემდგომში პუტინს რუსეთის სამხედრო სფეროს უფრო სიღრმისეული და სისტემური რეფორმისკენ, ასევე საბრძოლო შეიარაღების გაზრდისკენ უბიძგა”, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქციისათვის მიცემულ ინტერვიუში.