დავდგეთ ერთ მუშტად შეკრულნი და უზრუნველვყოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი

დავდგეთ ერთ მუშტად შეკრულნი და უზრუნველვყოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი

"მე ვიქნები მთელი საქართველოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, კახელების ინტერესების დამცველი, კიდევ ერთი უმანდატო მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში".

ამ სიტყვებით პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა თელავში შეკრებილ მოსახლეობას, როდესაც კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

"კიდევ ერთხელ მინდა დიდი სიყვარულით, დიდი სიამაყით მოგმართოთ. მეც ამ მხარის შვილი ვარ. მეამაყება, რომ ვარ კახელი, რომ ვარ წელში მოუდრეკელი ხალხის წარმომადგენელი. უდიდესი პატივი მხვდა წილად-ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მე ვიქნები მთელი საქართველოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, კახელების ინტერესების დამცველი, კიდევ ერთი უმანდატო მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში. უკვე მთავრობიდან მთელი საქართველოს, მაგრამ თქვენი ინტერესების გამომხატველი. მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მხარი დაუჭიროთ საქართველოს ნათელ მომავალს, გაფერადებულ, აგუგუნებულ საქართველოს. დავდგეთ ერთ მუშტად შეკრულნი და ვუზრუნველყოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი. ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო გაძლიერდება და ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.