"ხალხმა დაინახა, რომ შიში წარსულში დარჩა და ხალისი მიეცა შრომასაც, ქებასაც და კრიტიკასაც"

პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე კახეთის მოსახლეობას სიტყვით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ მიმართა.

კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობამ ოთხი წლის წინ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა დაიყო.

„ხალხმა ირწმუნა, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები დაიწყო. ხალხმა ირწმუნა, რომ თავისუფალი გახდა! ხალხმა დაინახა, რომ შიში წარსულში დარჩა და ხალისი მიეცა შრომასაც, დასვენებასაც, ქებასაც და კრიტიკასაც! ღვინის სახლები და საოჯახო სასტუმროები, კახური სუფრის პოპულარიზაცია, ტურისტული ზონები - მარტო ახტალა რა საერთაშორისო მნიშვნელობის განძი გაქვთ! ეს ყველაფერი თქვენია, ეს ყველაფერი თქვენი პროგრესის საფუძველია, ეს იძლევა ალაზნის ველივით უკიდეგანო შეაძლებლობებს დოვლათის კეთიდღეობის შესაქმნელად, თითოეული კახური ოჯახისთვის და საქართველოსთვის მთლიანობაში!“,-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.