ნინო გვენეტაძე საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს

ნინო გვენეტაძე საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს დაცული პოლიტიკური შეფერილობისგან, ამას მის მიმართ ნდობის გაღვივება ჭირდება.

კითხვაზე, ხომ არ დაეხმარებოდა ამას პერიოდულად, პრეზიდენტის, პრემიერის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდოამრის შეხვედრების გამართვა, და იქნება თუ არა საშუალება, რომ მეტნაკლებად, დააცხროს ვნებათაღელვა, გვენეტაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთ საშუალებად ესეც გამოდგება.

"ზრუნვა სასამართლოს ნდობის გაღვივებისათვის, ყველა ჩვენგანის ვალია. პრობლემები, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს; საერთო სასამართლოს სისტემასთან არსებობს, მაინც უკავშირდება საზოგადოების კონსოლიდირებას; გაერთიანებას რომ ინსტიტუციურად უზრუნველყოფილი დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, (ეს იქნება საერთო სასამართლოების ფორმატში სამართლის წარმოება, თუ საკონსტიტუციოში) არის ის მნიშვნელოვანი შედეგი, რაც დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა დაცვას უზრუნველყოფს.

ინიციატივა, რომელზეც თქვენ ბრძანეთ, მისაღები და მისასალმებელია. ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი გზა პრობლემის მოგვარების და სამომავლოდ გადაწყვეტისთვისაც. უმჯობესია, დავიწყოთ თუნდაც ამ ფორმატით, ვისაუბროთ ღიად საზოგადოებასთან და ერთად ვეძებოთ გამოსავალი. მაგრამ არ არის ეს ის ეტაპი, რომელიც ზოგიერთის განცხადების შესაბამისად, არის კატასტროფული. ესეც მართლმსაჯულების პროცესის თანმდევი ეტაპია", - განაცხადა გვენეტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "მთავარში".