ბორჯომი კვლავ დაისეტყვა

ბორჯომი კვლავ დაისეტყვა

ცემში, ტბასა და და წაღვერში, ცოტა ხნის წინ, ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე "ქრონიკასთან" საუბარში აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის, წვიმისა და სეტყვის სახით კვლავ ჭარბი ნალექია.

"გზებისა და სახლების დაზიანების შესახებ ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის არ შესულა. დაბა წაღვერში ტექნიკა კვლავ მობილიზებულია. წვიმის გადაღებისთანავე გაწმენდითი სამუშაოები გაგრძელდება.

რაც შეეხება ბორჯომს, გზებზე შეზღუდვა უკვე მოხსნილია. გზის ჩახერგილი მონაკვეთები სრულად არის გაწმენდილი. ბორჯომის პარკში დაზიანებულია ლამპიონების აბაჟურები, საუბარია სამას ერთეულამდე აბაჟურზე",- აცხადებს აკაკი მაჭუტაძე.

გუბერნატორის ინფორმაციით, დამსვენებლები და ვიზიტორები ბორჯომის პარკში გადაადგილებას, მეტნაკლებად ახერხებენ.