თურქეთის პარლამენტი, გასულ თვეს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდგომ სიკვდილით დასჯის საკანონმდებლო დონეზე რეგულირებას არ გეგმავს, – როგორც euroline.ge წერს, ამის შესახებ მმართველი გუნდის - „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ უფროსმა დეპუტატმა სენა ნურ ჩელიკმა საინფორმაციო პორტალ Euobserver-ს განუცხადა.
„ეს საკითხი ამ მომენტისთვის ჩვენი დღის წესრიგის საგანს არ წარმოადგენს, ეს არ არის პარლამენტის დღის წესრიგის საკითხი,“ – განაცხადა დეპუტატმა ჩელიკმა.