"ვაშაძე, ჯაფარიძე ახალი არჩევანი" - ასეთი სახელწოდება ექნება ახალ პოლიტიკურ ბლოკს, რომელშიც "ახალი მემარაჯვენეები", "გირჩი" და გიორგი ვაშაძის პარტია "ახალი საქართველო" გაერთიანდნენ.
"ჩვენ ვქმნით არჩევანს არა ცუდსა და უარესს, არამედ წარსულსა და მომავალს შორის. ჩვენ ყველა კუთხეში ვხვდებით გულგატეხილობას და ეს გული უნდა გავუმთელოთ ყველას. ჩვენ გთავაზობთ პერსპექტივას. ჩვენი პოლიტიკური ბლოკი სამი ძირითადი პრინციპის გარშემო ერთიანდება, ეს არის პიროვნული თავისუფლება, ეკონომიკური თავისუფლება და დასავლეთი"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, გმირების ძიება და ლიდერომანია უნდა დასრულდეს და უნდა დადგეს პარტიების დრო.