ლევან იზორია წითელაშვილის საქმეზე:  ახლა თავისი სიტყვა პროკურატურამ უნდა თქვას

ლევან იზორია წითელაშვილის საქმეზე: ახლა თავისი სიტყვა პროკურატურამ უნდა თქვას

პირველადი და იმ მონაცემებით, რაც გენშტაბის ხელმძღანელის მიერაც ითქვა, ტრისტან წითელაშვილის იკვეთება გარკვეული რეჟიმის დარღვევა, ვიდრე დანაშაული,  - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა,  ლევამ იზორიამ განუცხადა.

თუმცა, მინისტრის თქმით, ამ ინფორმაციას დაზუსტება და გადამოწმება სჭირდება .

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ გარკვეული დანაშაულის ნიშნები იქნა, მაშინ ბუნებრივია, პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას. მე არ ვარ პროკურორი, არ ვარ გამომძიებელი, ვერც სუბიექტებზე ვიტყვი და ვერც ფაქტობრივ გარემოებებზე იმაზე მეტს, რაც ჩვენ გადავუგზავნეთ მოთხოვნის საფუძველზე პროკურატურას. ახლა სწორედ პროკურატურამ უნდა თქვას თავისი სიტყვა და თქვას, ამ შესწავლამ მისცა მათ საფუძველი, რომ გააგრძელონ გამოძიება, თუ არ ხედავენ საფუძველს გამოძიებისთვის“,-აღნიშნა ლევან იზორიამ.

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო. საიდუმლო ობიექტები წითელაშვილმა ფირზე გადაიღო. გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროებმა კალანდაძის ინფორმაცით, მიაწოდეს ინფორმაცია ზემდგომებს, თუმცა მინისტრმა საბოლოოდ აღნიშნულის გამოძიება არ დაიწყო, რის გამოც კალანდაძე ჯანელიძეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.