ახალი პოლიტიკური ცენტრის, "გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ახალი პოლიტიკური ბლოკი თვისობრივად შეცვლის ქართულ პოლიტიკას.
ჯაფარიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანაში დასავლური ღირებულებების მქონე ადამიანები გაერთიანდნენ.
"ჩვენ გვქონდა სურვილი თვისობრივად შეგვეცვალა ქართული პოლიტიკა. თანამოაზრეების გარეშე ძალიან რთულია იმ გამოწვევების გამკლავება, რომელიც ამ ქვეყანას აქვს. ამის გამო, გადავწყვიტეთ გაერთიანება. დღეს, ეს პრობლემები ძალიან მძაფრია. მომრავლდა ჯგუფები, რომლებსაც სურთ საქართველო წარსულში დააბრუნონ. დღეს, როგორც არასდროს აუცილებელია არჩევანის გაჩენის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დასავლური ღირებულებების მქონე პარტიათა გაერთიანება. ჩვენ არ მოვდივართ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავხლიჩოთ ქვეყანა. ჩვენ მოვდივართ, რომ გავერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, დავამარცხოთ სიღარიბე",- განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ახალმა მემარჯვენეებმა", ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა, "გირჩი" და გიორგი ვაშაძის "ახალმა საქართველომ" საარჩევნო ბლოკს შექმნის შესახებ დღეს განაცხადეს.