"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ახალი პოლიტიკური გაერთიანება შეძლებს 8 ოქტომბერს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვოს.
ვაშაძის თქმით, ახალი პოლიტიკური ბლოკი პიროვნული თავისუფლების, ეკონომიკური თავისუფლებისა და დასავლური არჩევანის პრინციპების ირგვლივ ერთიანდება.
"დღეს პრობლემებია უმუშევრობის კუთხით, უპერსპექტივობაა ქვეყანაში. ხელისუფლება ამ ყველაფერს ვერ პასუხობს. ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც არც ხედვა აქვთ და არც გეგმა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვქმნით პოლიტიკურ ბლოკს, რომელმაც სრულიად ახალი პერსპექტივა უნდა შესძინოს ქვეყანას. გთავაზობთ არჩევანს არა ცუდსა და უარესს შორის, არამედ წარსულსა და მომავალს შორის. ჩვენ წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირების ტალღაზე მოსული პოლიტიკური ძალები და სრულიად ახალი გუნდით დავიწყოთ განვითარება უკეთესი საქართველოსთვის. ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალების გუნდს, კონკრეტულ გეგმას, როგორ უნდა გაორმაგდეს საქართველოს ეკონომიკა. ჩვენი პოლიტიკური ბლოკი სამი მნიშვნელოვანი პრინციპის გამო ერთიანდება, ეს არის პიროვნული თავისუფლება, ეკონომიკური თავისუფლება და დასავლური არჩევანი. ჩვენ ვერთიანდებით ღირებულებების გარშემო. ვფიქრობ, ამ გუნდით ჩვენ შევძლებთ საქართველო ფეხზე დავაყენოთ",-განაცხადა ვაშაძემ.
"ახალმა მემარჯვენეებმა", ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა, "გირჩი" და გიორგი ვაშაძის "ახალმა საქართველომ" საარჩევნო ბლოკს შექმნეს.