სიღნაღსა და დედოფლისწყაროში პარტია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი იქნება. ამის შესახებ 2030.news-ისთვის გახდა ცნობილი.
2030.news-ი ინფორმაციის გადასამოწმებლად ირაკლი შიოლაშვილს დაუკავშირდა. შიოლაშვილმა კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა.
"დაველოდოთ 20.00 საათს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა კახეთის მაჟორიტარობის კანდიდატები უნდა დაასახელოს და საზოგადოებისთვის ყველაფერი გახდება ცნობილი",-აღნიშნა შიოლაშვილმა.
ამასთან, არ არის გამორიცხული, კახეთის გუბერნატორის თანამდებობა "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა დაიკავოს.