რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის გადადგომის შესახებ პეტიციას ამ დროისთვის 140 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი .
რუსული პრესის ცნობით, გუშინ გამოქვეყნებული პეტიციის ხელმომწერთა რაოდენობა სწრაფად იზრდება.
რუსეთის მოქალაქეების უკმაყოფილება მედვედევის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმად ხელფასით უკმაყოფილო პედაგოგებს შეუძლიათ, პროფესია შეცვალონ და ბიზნესით დაკავდნენ.
რუსული მედიის ცნობით, კრემლში პეტიციაზე რეაგირების საჭიროებას ჯერჯერობით ვერ ხედავენ. აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გუშინ განაცხადა.