ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, თურქეთი ევროკავშირში ჯერჯერობით ვერ გაწევრიანდება, თუმცა ევროკომისია ელოდება, რომ ქვეყანა წევრობისთვის აუცილებელ ყველა პირობებს შეასრულებს.
ამის შესახებ იუნკერმა გერმანულ ტელეკომპანია ARD-თან საუბარში განაცხადა.
„იმ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა თურქეთია, ის ევროკავშირის წევრი ვერ იქნება. განსაკუთრებით თუ იმას გააკეთებს, რაზეც ცალკეული პოლიტიკოსები აცხადებენ - კერძოდ, აღადგენს სიკვდილით დასჯას. ამის შედეგი იქნება წევრობაზე მოლაპარაკებების დაუყონებლივ შეწყვეტა“, - განაცხადა იუნკერმა.
მისი თქმით, თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტისთვის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა არის საჭირო.