კლინტ ისტვუდი: დროა “უკანალის მკოცნელმა ქალაჩუნა თაობამ” ყველაფერს რასიზმი არ უწოდოს

კლინტ ისტვუდი: დროა “უკანალის მკოცნელმა ქალაჩუნა თაობამ” ყველაფერს რასიზმი არ უწოდოს

ლეგენდარულმა მსახიობმა, რეჟისორმა და პროდიუსერმა კლინტ ისტვუდმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა ამერიკამ, რომელსაც მან მეტსახელად „უკანალის მკოცნელი და ქალაჩუნა (kiss-ass and pussy generation) თაობა” უწოდა, ყველაფრისთვის  რასიზმის დარქმევა უნდა შეწყვიტოს.

ისტვუდმა ტრამპის კომენტარები დაიმოწმა, რომლითაც საპრეზიდენტო კანდიდატი მექსიკელ მოსამართლეს აკრიტიკებდა. რეჟისორმა ისიც განაცხადა, რომ მედია დაპირისპირებით გადატვირთულია. მისი თქმით, ტრამპს მხოლოდ  მოსამართლე გონზალო კურიელზე გაკეთებული კომენტარების გამო ეწოდა რასისტი, რომელიც ტრამპის უნივერსიტეტის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლო პროცესებს თავმჯდომარეობდა.

„ის [ტრამპი] ბევრ სულელურ რამეს ამბობს, ისევე როგორც ყველა, ორივე მხრიდან. თუმცა, ყველა – პრესაც მათ შორის, გაიძახის, რომ ეს რასიზმია და ისინი ამისგან დიდ უბედურებას ქმნიან. ეშმაკმა დაწყევლოს, ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს“. მსახიობი აცხადებს, რომ “ყველა დაიღალა პოლიტკორექტულობით”.

ისტვუდი ოფიციალურად პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს მხარს არ უჭერს. როგორც მან განმარტა, მართალია, იგი ტრამპის ბევრ ნათქვამს არ ეთანხმება, მაგრამ “სასიამოვნოა გაუფილტრავი პოლიტიკოსების ყურება”.

„ის ხშირად იმას ლაპარაკობს რასაც ფიქრობს, და ზოგჯერ ეს კარგი არ არის. ხანდახან კიდევ, მესმის საიდანაც მომდინარეობს მისი ნათქვამი, თუმცა ყოველთვის მე მას არ ვეთანხმები“, დასძინა ისტვუდმა.

კითხვაზე, კლინტონსა და ტრამპს შორის რომელ კანდიდატზე შეიძლეოდა არჩევანი შეეჩერებინა, კლინტმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ ის მხარს ტრამპს დაუჭერდა, გამომდინარე იქედან, რომ კლინტონმა საკუთარ პროგრამაში ბევრი ისეთი რამ წარმოადგინა, რაც ობამას უკვე ჰქონდა გაკეთებული. თუმცა ის საპრეზიდენტო კანდიდატებით დიდად კმაყოფილი არ ჩანს.

„ყველა ყველათი დაიღალა, მოსაბეზრებელია ყველას მოსმენა, მოსაბეზრებელია, ამ კანდიდატების მოსმენა“ – განაცხადა მან.

„იდეალურ კანდიდატს უფრო მეტი მიხვედრის უნარი უნდა გააჩნდეს, ნაცვლად, იმისა, რომ განზრახ შეურაცხჰყოს მისი გამარჯვებისკენ მიმავალი გზა“ – აღნიშნა ისტვუდმა.