NBC-სა და WSJ-ს მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საყოველთაო გამოკვლევის შედეგების მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჰილარი კლინტონი „რესპუბლიკელ“ კანდიდატ დონალდ ტრამპს 9 პროცენტით უსწრებს.
როგორც euroline.ge წერს, კლინტონს მხარს გამოკითხულთა 47 %, ტრამპს კი 38 % უჭერს.
„ტრამპი ლიდერობს თეთრკანიან და უფროსი თაობის ამერიკელებს შორის, მაშინ როდესაც კლინტონს უმეტესად ქალები და შავკანიანები უჭერენ მხარს“, - წერს euroline.ge.
გამოკითხვა 31 ივლისიდან 3 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა და 800 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 3.5 % -ია.