ბრაზილიაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან არაერთ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში შეხვედრას გამართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ქვეყნის პირველი პირის ბრაზილიაში ვიზიტი და მისი დასწრება ოლიმპიური თამაშების გახსნაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ოლიმპიური თამაშები ყოველთვის გამოხატავდა მნიშვნელოვან პრინციპს, მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდაჭერას.
"საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების წარმატების მხარდამჭერი იქნება, ამავდროულად უნდა აღინიშნოს, ბრაზილიაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან არაერთ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში შეხვედრას გამართავს. ბრაზილიაში გასამართი შეხვედრების ძირითადი მიზანია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება და გაძლიერება. ამავდორულად გაეროში დევნილთა დაბრუნების შესახებ რეზოლუციაზე მეტი მხარდაჭერის მოპოვება,"- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.