პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 5 აგვისტოს კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.
კანდიდატებს საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თელავში წარუდგენს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა 5 აგვისტოს 20:00 საათზე ქალაქ თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გაიმართება.
პარტიამ კანდიდატები უკვე დაასახელა იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.