ვატიკანი კათოლიკურ ეკლესიაში ქალის დიაკვნად გახდომის საკითხს სწავლობს

ვატიკანი კათოლიკურ ეკლესიაში ქალის დიაკვნად გახდომის საკითხს სწავლობს

ვატიკანი კათოლიკურ ეკლესიაში ქალის დიაკვნად გახდომის საკითხს სწავლობს. როგორც euroline.ge წერს, პაპმა ფრანცისკემ უკვე შექმნა კომისია, რომელიც ზემოაღნიშნულ შესაძლებლობას იკვლევა.

„ქალების დიაკვნად გახდომის შესაძლებლობა პოტენციურ ისტორიულ ცვლილებას წარმოადგენს, რომელიც ეკლესიაში ქალის როლის გააქტიურებას ითვალისწინებს.

ეს ცვლილება პაპ ფრანცისკისთვის შთაგონებულ იქნა 12 მაისს გამართული „ზემდგომ პირთა საერთაშორისო გაერთიანების“ შეხვედრის დროს, როდესაც ერთ-ერთმა მონაზონმა მას ადრეულ პერიოდში ქალების მიერ დიაკვნად მსახურობის შესახებ შეახსენა. მონაზონმა იქვე, შეკითხვაც დასვა: „რატომ არ შეიძლება შევქმნათ კომისია, რომელიც ამ საკითხს გამოიკვლევს?“, რომელზეც პაპმა უპასუხა: „დიახ, ეკლესიისთვის კარგი იქნება რომ გამოვიკვლიოთ ეს საკითხი“, - წერს euroline.ge

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euroline.ge/?p=9806