საკოანსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.
გამომძიებლები უკვე მივიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეების მიმართ შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა, რის შემდეგაც მთავარ პროპკურატურაში გამოძიება დაიწყო.
გამოძიების მიმდინარეობისას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები გამოიკითხნენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, არც ერთ მათგანს ზეწოლის შესახებ არ უსაუბრია.