პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ეკა ბესელია საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ - Opendemocracy-ის სტატიას აფასებს.
ბესელიას განცხადებით, სტატიაში დეტალურად არის აღწერილი წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში არსებული სისტემური დანაშაული.
"ჩვენი კომიტეტის მიერ მომზადებული შეფასების დოკუმენტი, რომელიც საკააშვილის მმართველობის პერიოდში სისტემურ დანაშაულს ეხებოდა ძალიან სერიოზული ანალიტიკური მასალა გამოაქვეყნა ლონდონში, იქ ძალიან დეტალურად არის აღწერილი, რომ იყო ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემები ქვეყანაში წამების კუთხით და მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკამ როგორ გახადა საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე", - განაცხადა ბესელიამ.
საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ ვრცელ სტატიას გლობალური მედია პლატფორმა - Opendemocracy აქვეყნებს.
მათი ცნობით, ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია პოლიტიკისა და სოციალური საკითხების ანალიზით და რომლის მთავარი ორიენტირი ადამიანის უფლებებია, საქართველოში 2012 წლამდე არსებული უმძიმესი ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.
ავტორი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის 2016 წლის ანგარიშს ეყრდნობა, რომელიც ქვეყანაში 2004-2012 წლებში წამების პრაქტიკას ეხება. სტატიაში მოყვანილია წამების საკითხებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის მანფრედ ნოვაკის 2005 წლის მონიტორინგისა და 2015 წელში არსებული ვითარების ამსახველი ანგარიშების შედარებაც.