კრემლში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთში მთავრობა შეიცვლება

კრემლში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთში მთავრობა შეიცვლება

კრემლში უარყოფენ დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთში მთავრობა შეიცვლება.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნულ ინფორმაციას „მკითხაობა ყავაზე“ უწოდა.

მანამდე გავლენიანმა გამოცემა Financial Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთში, დასავლეთთან ურთიერობის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდება.

სტატიის ავტორის ცნობით, რუსეთის პრემეირ-მინისტრი შესაძლოა ალექსეი კუდრინი გახდეს, ხოლო მისი დანიშვნა გახდება „ძლიერი სიგნალი დასავლური ქვეყნებისთვის, რომ რუსეთი თანამშრომლობისთვის მზად არის“.