თურქმა სამართალდამცველებმა ქვეყნის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების საბჭოში ჩხრეკა ჩაატარეს. ვრცელდება ინფორმაცია ცენტრის დაკავებულ თანამშრომლებზე, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
როგორც „ბი-ბი-სი“ აღნიშნავს, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწყებული „წმენდა“ მეცნიერების სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებსაც შეეხო.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ გამოძიების ფარგლებში დაითხოვეს ფეხბურთის 94 მსაჯი და მათი თანაშემწეები. მანამდე თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის საბჭო მთელი შემადგენლობით გადადგა.
„ბი-ბი-სი“ წერს, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში სამსახურიდან გაათავისუფლეს ან დააკავეს 60 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის სამხედროები, მოსამართლეები, რექტორები, პედაგოგები, ჟურნალისტები და სხვ.