თურქეთმა კანონის უზენაესობის პრინციპით და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით უნდა იხელმძღვანელოს

თურქეთმა კანონის უზენაესობის პრინციპით და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით უნდა იხელმძღვანელოს

თურქეთმა სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორებს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს, თუმცა ამ საკითხში კანონის უზენაესობის პრინციპით და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით უნდა იხელმძღვანელოს.

ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუით ჩავუშოღლუსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, იაგლანდი ევროკავშირის პირველი მაღალჩინოსანი გახდა, რომელიც თურქეთს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ეწვია.