საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილი ვითარება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, გია ვოლსკიმ შეაფასა.
გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საჭიროა, შეფასდეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებული ვითარება.
მისი თქმით, პოლიტიკოსების ნაწილი განცხადებებს რეალური სურათის წარმოჩენის გარეშე აკეთებს.
"განცხადებები გაკეთდა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯომარისა და იმ მოსამართლეების მხრიდან, რომელთაც "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან მჭიდრო მეგობრული თუ სამსახურებრივი ურთიერთობა აქვთ",- აღნიშნა გია ვოლსკიმ.