თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს, მერიაში 4 ვაკანტურ თანამდებობაზე ახალ კადრებს წარადგენს. ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებს თავად განუცხადა.
„დღეს, დღის ბოლოს მოხდება წარდგინება, მომავალ კვირას კი კანდიდატურებზე უკვე თბილისის საკრებულო იმსჯელებს“, - განაცხადა ნარმანიამ.
ვინ იქნებიან ახალი კადრები ან რა თანამდებობეზეა საუბარი, თბილისის მერს არ დაუკონკრეტებია, თუმცა როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ვაკანტურია თბილისის მერის ორი მოადგილის თანამდებობა, ასევე ორი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი.