NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმეტესობა მონაწილეობას მიიღებდა.
უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითი პასუხი რესპონდენტთა 67 %-მა გასცა. 33 %-ს შეადგენს, ვინც სავარაუდოდ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას.
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტურმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.