NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად ამომრჩევლის მოსყიდვას ასახელებს

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად ამომრჩევლის მოსყიდვას ასახელებს

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის სამ უმთავრეს დაბრკოლებად ამომრჩევლის მოსყიდვას, პარტიის აქტივისტების შევიწროვებასა და ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: რა არის, თუ საერთოდ არის ასეთი, სამი უმთავრესი დაბრკოლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საქართველოში? პასუხები ასე გადანაწილდა: ამომრჩევლის მოსყიდვა - 37 %, ამომრჩეველთა/პარტიის აქტივისტების შევიწროვება - 32 %, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები - 15 %, ხმის მიცემა ერთხზე მეტჯერ (კარუსელი) – 13 %, საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენის ჩაყრა - 15 %, ერთი ადამიანის მიერ სხვების ნაცვლად ხმის მიცემა - 14 %, ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ სამსახურის შესანარჩუნებლად - 13 %, მედიასაშუალებების მიერ კანდიდატებისა და პარტიების არათანაბარი გაშუქება - 13 %, ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ ფულის ხარჯვა - 13 %.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტურმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.