პროკურორმა უნდა დაადგინოს ჭეშმარიტება

პროკურორმა უნდა დაადგინოს ჭეშმარიტება

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მოსამართლეები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაემორჩილონ ზეწოლას.

მისი თქმით, მთავარმა პროკურორმა ჭეშმარიტება უნდა დაადგინოს.

"საჭიროა, დასმულ საკითხს, რაც შეიძლება სწრაფად გაეცეს ამომწურავი პოლიტიკური პასუხი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ მოლოდინი არის ის, რომ რაც არ უნდა ზეწოლას ახორციელებდეს, ვინმე მარცხნიდან თუ მარჯვნიდან, დღევანდელი თუ წინა ხელისუფლებიდან, თუ საერთოდ ხელისუფლებასთან არადაკავშირებული ადამიანებისგან, მე მაქვს მოლოდინი ამ ცხრა ადამიანისგან, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაემორჩილებიან ზეწოლას.

პროკურორის მხრიდან ის მოლოდინი მაქვს, რომ მას აქვს ძალიან კარგად გააზრებული რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია, როდესაც ადამიანები ზუსტად მასთან არიან ვალდებული ვილაპარაკოთ სიმართლე და მხოლოდ სიმართლე, ანუ პროკურორმა უნდა დაადგინოს ჭეშმარიტება.

ხუთეულის შეხვედრის იდეაც აქედან მოდის. მე მინდა რომ ჩვენ ხუთი შტოს წარმომადგენელმა ერთად, ჩვენს ხალხს ჩვენს საზოგადოებას ავუმაღლოთ ნდობა სახელმწიფოსადმი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ განაცხადა. აღნიშნულის შემდეგ, ის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და მთავარ პროკურორს შეხვდა.